ახალი ამბები
პატრიარქის მონათლულ ბავშვთა რაოდენობა 31 ათას აღწევს
საქართველოს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიერ მონათლულ ბავშვთა რაოდენობა 31 ათას აღწევს.

რიგით 47-ე საყოველთაო ნათლობა, გუშინ, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე ჩატარდა.

პატრიარქის ინიციატივით, საყოველთაო ნათლობა, ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვისთვის, სწორედ, 2008 წლის 19 იანვრიდან დაიწყო.

2008 წლის 19 იანვრიდან 2017 წლის 19 იანვარს პატრიარქმა უკვე 30 238 ბავშვი მონათლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები