ახალი ამბები
საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მოსაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპირტის მოძრაობა აკრძალულია.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიაწოდა.

დეპარტამენტი შეზღუდვების მიზეზად ინტენსიურ თოვას და ლიპყინულს ასახელებს.

რაც შეეხება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთს, დეპარტამენტის ინფორმაციით ავტოტრანსპირტის მოძრაობა თავივსუფალია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები