ახალი ამბები
უამინდობა გორის მუნიციპალიტეტში
გვიან ღამით გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაბალ ტემპერატურას თოვლი და ქარიც დაემატა.

გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა, კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველოს #1" ტექნიკის საშუალებით, დილით ადრევე დაიწყო.

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 იანვარს, ამინდის ტემპერატურა -3-დან +1 გრადუსამდე შენარჩუნდება.

გორის მუნიპალიტეტის ტერიტორიაზე ქარის სიჩქარე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით 10-15/20-25მ/წმ-ი ფიქსირდება.

სინოპტიკოსების ცნობით, უამინდობა თვლის ბოლოდება შენარჩუნდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები