ახალი ამბები
გორთან მატარებელში ნასვამი მამაკაცი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს
ბათუმი-თბილისის ელექტრომატარებელში ნასვამი მამაკაცი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა როგორც მატარებლის გამცილებელს, ასევე, შს სამინისტროს წარმომადგენელს მიაყენა.

,,მატარებლის გამცილებელმა ნასვამ მამაკაცს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, იგი არ დაემორჩილა მის მოთხოვნას, შემდეგ იძულებული გახდნენ პოლიცია გამოეძახებინათ" - აღნიშნავს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

ნასვამი მამაკაცის დაკავება გორის რკინიგზის სადგურში მატარებლის გაჩერებისას მოხდა.

მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება) და 173-ე მუხლი (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მიხედვით დააკავეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები