ახალი ამბები
,,მოხუცებულთა შინმოვლის" პროექტის განხორციელებაში გამგეობა მონაწილეობას მიიღებს
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა ორგანიზაცია ,,საქართველოს სამარიტელთა კავშირის" ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის მემორანდუმს ოფიციალურად ხელი მოაწერეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ორგანიზაციასთან ,,მოხუცებულთა შინმოვლის" პროექტთან დაკავშირებით სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი და სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი დავით ჩიხრაძე ,,საქართველოს სამარიტელთა კავშირის" პრეზიდენტს მიხეილ მინდაძესა და კავშირის დირექტორს ირინე კლდიაშვილს შეხვდნენ.

გამგეობა მზადაა მოხუცებულთა შინმოვლის პროექტის დაფინანსების კუთხით მონაწილეობა მიიღოს.

მარტოხელა მოხუცების ოჯახურ პირობებში სხვადასხვა სერვისებით დახმარებას გულისხმობს.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები