ახალი ამბები
ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკის ისტორია მეორე კლასელებს გააცნეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბიბლიოთეკას #2 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.

პედაგოგ მარინა ფერაძის განცხადებით, მოსწავლეები ბიბლიოთეკის ისტორიასა და არსებულ რესურსებს გაეცნენ.

მათ ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა სპეციალურად მომზადებული მასალები პრეზენტაციის სახით აჩვენეს.

„პატარების ბიბლიოთეკაში სტუმრობას არ აქვს ერთჯერადი ხასიათი, ეს არის გრძელვადიანი პროექტი სახელწოდებით „ წიგნი ჩემი მეგობარია“. პროექტის იდეა სულ ახლახანს დაგვებადა, როცა მოსწავლეების მშობლებმა სპეციალური კითხვარები შეავსეს და გამოიკვეთა, რომ პატარები ნაკლებად ურთიერთობენ წიგნთან. ამ ეტაპზე, ჩვენს სტუმრობას ბიბლიოთეკის გაცნობითი ხასიათი აქვს." - განაცხადა მარინა ფერაძემ.

მისი განმარტებით, სამომავლოდ, საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომლების დახმარებით, პატარები თავიანთი ასაკისთვის შესაფერის ლიტერატურას ეზიარებიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები