ახალი ამბები
შავშვების მოსახლეობას სასმელი წყალი მილებით დათქმულ ვადებში ვერ მიუყვანეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროექტი 20 იანვარს უნდა დასრულებულიყო.

ამის გამო, სოფლის შიდა გზები კვლავ გადათხრილია.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის გამგეობას სამუშაობის დასრულების ვადის გადაწევა მოსთხოვეს.

გამგეობის პრეს-სამსახურის ცნობით, ვადის გადაწევასთან დაკავშირებით, კომისია უახლოეს დღეებში იმსჯელებს.

სამშენებლოა კომპანიის წარმომადგენელი პირობას დებს, რომ ობიექტს გამგეობას 2017 წლის 20 თებერვალს ჩააბარებს.

ამჟამად, შავშვებში, ნაწრეტსა და ახალშენში ქსელის შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.

ჭაბურღილი სოფლის ქვემოთ, წითელუბნის გაზე ორი წლის წინ დაამონტაჟეს.

შემდეგ, მომდევნო წელს იგი მილებით, სოფლის ზემოთ არსებულ ავზთან დააკავშირეს. მესამე წელს, ავზიდან სოფლის მოსახლეობამდე შიდა ქსელის გაყვანა დაიწყეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები