ახალი ამბები
სოფელ მეტეხში 4.5 კმ სიგრძის შიდა გზები მოიხრეშება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში 4.5 კმ-მდე სიგრძის შიდა გზები მოიხრეშება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება სოფლის კრებაზე მიიღეს.

მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის ცნობით, გადაწყვეტილება უმრავლესობამ მიიღო.

სამუშაოების განსახორციელებლად მეტეხელებისთვის 30 400 ლარი გამოიყო.

აღნიშნული თანხა მეტეხელებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ერგო. 

პროექტის მიხედვით, სოფლის შიდა გზებს ჯერ მოასწორებენ და დააპროფილებენ (სამშენებლო ტერმინია), შემდეგ კი, ზედ ღორღს დაყრიან.

ლაშა ზუბიაშვილის ფოტო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები