ახალი ამბები
სოფელ ახალქალაქში ,,ოფთალმიჯის" ექიმები პენსიონერებს უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში პენსიონერებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

გამგეობის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის “ ექიმი-ოთალმოლოგი პაციენტებს მიიღებს 55 წლის ასაკის ზემოთ.

,,აქციის მიზანია მოხდეს კატარაქტით დაავადებული პაციენტების გამოვლენა და შემდგომ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მათი ქირურგიული მკურნალობა უახლეს ფაკოემულსიფიკაციის (უნაკერო) მეთოდით."- აცხადებენ პრეს-სამსახურში.

მსურველებს, ხუთშაბათს, 26 იანვარს სოფელ ახალქალაქის ამბულატორიის შენობაში 12 –დან 14 საათამდე შეუძლიათ მისვლა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები