ახალი ამბები
ხაშურში ,,ჩვენი მკითხველის" ლიდერი მეოთხე სკოლის გუნდი გახდა
ხაშურში ჩემპიონატ ,,ჩვენი მკითხველის" ფინალური შეხვედრა გაიმართა.

ერთმანეთს მესამე და მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ.

მკითხველთა გუნდებს შორის პაექრობა მეოთხე სკოლის მოსწავლეების გამარჯვებით დასრულდა.

ილია ჭავჭავაძის სახელობის მესამე საჯარო სკოლის გუნდს კი, მეორე ადგილი ერგო.

ინტელექტუალური შეჯიბრი მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა.

ხაშურში გამარჯვებული გუნდი, 10 თებერვალს, საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ თამაშში - ,,რა, სად, როდის" - მიიღებს მონაწილეობას.

პროექტი „ჩვენი მკითხველი“ საქართველოს საბიბლიოთეკო გაერთიანების ჩემპიონატია და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შორის ინტელექტუალურ თამაშს გულისხმობს.

პროექტის მიზანი საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობაში ბიბლიოთეკების პოპულარიზაცია, ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღრმავება და ცოდნის შეძენის წახალისებაა.

პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტში გამგეობის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?“ მხარდაჭერით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები