ახალი ამბები
ნარჩენების მართვის თაობაზე სოფლის გამგებლებს ტრენინგები ჩაუტარეს
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის ,,ორქისი" წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების ტრენინგი ჩაუტარეს.

ამის თაობაზე შეხვედრა გამგეობის სააქტო დარბაზში დღეს გაიმართა.

გამგეობის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრაზე ნარჩენებთან დაკავშირებით საერთაშორისო ვალდებულებები, ევროპული გამოცდილება და რეგიონებში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის პერსპექტივები დეტალურად გააცნეს.

საუბარი ასევე შეეხო ნარჩენების მართვის დაგეგმვასა და სტიქიური ნაგავსაყრელების მდგომარეობას.

,,ორქისი" არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის ერთერთი წარმომადგენელია, რომელიც, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, პროექტს - "დავასუფთაოთ საქართველო" ახორციელებს.

კონსორციუმში გაერთიანებულია საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი "ორქისი", "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო" და "ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა".




 

Print

სტატიის გამოყენების პირობები