ახალი ამბები
ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით პრეზიდენტი დვანში იმყოფებოდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, სოფელ დვანში ადგილობრივი საწარმო დაათვალიერა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დვანელები ესაუბრნენ.

ადგილობრივი მცხოვრები დემურ ქოქოშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი კომპანია ,,დინასტიის" პროდუქტით დაინტერესდა.

დვანში მდებარე მინისაწარმო ,,დინასტია" ჩირს, ტყლაპს და ჩურჩხელას აწარმოებს.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დვანში ვიზიტით მარგველაშვილი კამპანია „იყიდე ქართულს"შეუერთდა"

,,იყიდე ქართულის" კამპანია მოძრაობა KAR.GE-ს და ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ინიციატივაა.

ინიციატივა მდგომარეობს შემდეგში - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის წარმოება, მოვითხოვოთ ქართული იქ, სადაც მივდივართ პროდუქტის შესაძენად და ვიცოდეთ, რომ ამით ჩვენ ამით ვაძლიერებთ ქვეყნის ეკონომიკას, ვაძლიერებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან ქართულ წარმოებაში, ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვეხმარებით სავალუტო სირთულეების დაძლევაში და იმედს ვაძლევთ ერთმანეთს, რომ ერთად დგომით შეგვიძლია გავაძლიეროთ ერთმანეთი. კიდევ ერთხელ, როდესაც მიხვალთ მაღაზიასა და სუპერმარკეტში, მოითხოვეთ ქართული პროდუქცია”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები