ახალი ამბები
ვარიანი-ნიქოზის მონაკვეთზე ახალი ასფალტის საფარი იგება
ვარიანი-ნიქოზის მონაკვეთზე ახალი ასფალტის საფარი იგება.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მიაწოდეს.

დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია, 5 კილომეტრიან მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია.

შეკეთდება 1 ხიდი და წყალგამტარი მილები.

ასევე, განხორციელდება ადგილობრივ გზებთან მიერთების, საველე და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების და ავტოპავილიონების მოწყობის სამუშაოები. მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და განთავსდება საგზაო ნიშნები.

საავტომობილო გზა დაზიანებული იყო, აქ ოდესღაც არსებული ასფალტის საფარი მხოლოდ ფრაგმენტულად შემორჩენილი, ხოლო გზა ძირითადად ხრეშოვანი. დაზიანებული გზა ართულებდა აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2 200 000 ლარია. სამუშაოები 2016 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები