ახალი ამბები
,,მედია ჯგუფის" ხელმძღვანელმა ახალი სამშვიდობო ინიციატივები გააჟღერა
გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით,  ჟურნალისტი ნინო ჩიბჩიური გორელ საზოგადოებას შეხვდა.

ევროკავშირის სპეციალური პრიზის მფლობელმა ახალი სამშვიდობო ინიციატივები გააჟღერა და ნდობის აღდგენის მიმართულებით, თანამოაზრეებთან ერთად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დააანონსა.

შეხვედრაზე საზოგადოებამ ორგანიზაცია ,,ქართლოსის" მიერ ნათარგმნი ფილმი ,,მშვიდობა ერთი დღით" ნახა, რის შემდეგაც ქართულ-ოსურ კონფლიქტთან პარალელების გავლებით დისკუსია გაიმართა.

,,ქართული მედია ჯგუფის" ხელმძღვანელს ნინო ჩიბჩიურს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სპეციალური ჯილდო, მშვიდობის თემაზე მომზადებული მასალისთვის, გასული წლის 20 იანვარს გადასცა, რის ფარგლებშიც ერთ თვიან სტაჟირებაზე ის ორი თვის წინ ლონდონში იმყოფებოდა.

დამსწრე საზოგადოებას ნინო ჩიბჩიურმა ლონდონში ვიზიტის დროს მიღებული გამოცდილებაც გაუზიარა და აღნიშნა, რომ მის მიერ დაფუძნებული ახალი საინიციატივო ჯგუფი ღია იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც სენსიტიურია ქართულ-ოსური კონფლიქტის თემა და ვისაც ნდობის აღდგენის პროცესში საკუთარი წვლილის შეტანა სურს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები