ახალი ამბები
საზოგადოება ,,ბილიკის" ორგანიზებით გორში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება
26 იანვარს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საზოგადოება ,,ბილიკიდან" აცნობეს.

ორგანიზაციის წარმომადგენლის ცნობით, ფორუმში მონაწილეობას პროგრამის ,,მომავლის თაობის" პარტნიორი სკოლების აქტიური მოსწავლეები მიიღებენ.

საზოგადოება ,,ბილიკი", შიდა ქართლის მასშტაბით, რამდენიმე სკოლასთან თანამშრომლობს.

მოსწავლეები ფორუმზე სხვადასხვა საჭიროებებს გამოავლენენ.

,,ფორუმის შედეგად შემუშავებელ პროექტებში მონაწილეობას სასკოლო სამოქალაქო კლუბების, სამოქალაქო განათლების პედაგოგების/სამოქალაქო კლუბების მეურვეები, ასევე სხვადასხვა სტრუქტურების (სახელმწიფო, კერძო თუ ბიზნეს სტრუქტურები) გადაწყვეტილების მიმღები პირები მიიღებენ" - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ახალგაზრდული ფორუმის მიზანია სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით გამოვლინდეს ის საჭიროებები, რომლებიც აქტუალურია შიდა ქართლის მოსწავლეების, სკოლებისა თუ ადგილობრივი საზოგადოებისათვის.

სასკოლო სამოქალაქო კლუბების ძალისხმევისა თუ სხვა მხარეების მობილიზებისა და ჩართულობის შედეგად კი, მომავალში შესაძლოა ეს საკითხები მოგვარდეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები