ახალი ამბები
ცხინვალში პენსიონერს 800 000 რუბლი მოპარეს
ცხინვალში, 1928 წელს დაბადებულ პენსიონერს 800 000 რუბლი მოპარეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ამჟამად, 100 რუბლი 4,5 ლარი ღირს.

36 ათასი ლარის ღირებულების თანხის ქურდობის შესახებ, ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო ,,ოსინფორმი" ავრცელებს.

მილიციის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, შემთხვევა კოჩიევის ქუჩაზე, ერთერთ საცხოვრებელ სახლში 17 იანვარს მოხდა.

დე-ფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულს გახსნილად აცხადებს.

ადგილობრივი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა ეჭვი დამლაგებელზე მიიტანეს, რომელმაც დანაშაული აღიარა.

19 იანვარს, ზნაურის რაიონის სოფელ კორსევში საცხოვრებელ სახლს, სადაც მარტოხელა პენსიონერი ცხოვრობდა, ხანძარი გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად, არავინ დაშავდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები