ახალი ამბები
ბებნისი-წვერის გზაზე ახალი ასფალტი დაიგება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების, ბებნისსა  და წვერს შორის, ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად გამგეობამ 760 ათასი ლარი გამოყო.  

სამუშაოები, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოდან დაიწყება და დასრულების ვადაზე მხარეები შეთანხმდებიან.

ჯამში 2.5 კმ სიგრძის გზის რეაბილიტაცია იგეგმება.

სამუშაოები ბებნისიდან დაიწყება, მოიცავს სოფელ სასირეთზე გამავალ საავტომობილო გზას და გაგრძელდება სოფელ წვერამდე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები