ახალი ამბები
ცხინვალში მოცურავეთა შორის შეჯიბრი გაიმართება
29 იანვარს, ქალაქ ცხინვალში მოცურავეთა კონკურსი გაიმართება.

დე-ფაქტო მთავრობის ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომელთა ორგანიზებული ღონისძიება ,,ოლიმპის" საცურაო აუზში მოეწყობა.

მონაწილეობას სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდები მიიღებენ.

სააგენტო ,,ოსინფორმის" ცნობით, ცხინვალში სულ ორი აუზია - ,,დელფინი" და ,,ოლიმპი"

,,იმის გამო, რომ პირველ მათგანში მაყურებლისათვის ტრიბუნები არ დგას, ორგანიზატორებმა ტურნირის გამართვა ,,ოლიმპში" გადაწყვიტეს" - აღნიშნეს ორგანიზატორებმა.

სახელმწიფო უწყების პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მოცურავეთა შეჯიბრი პირველად ტარდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები