ახალი ამბები
სოფელ ძარწემთან რუსი სამხედროები წვრთნებს ატარებენ
სოფელ ძარწემთან რუსი სამხედროები სამხედრო წვრთნებს ატარებენ.

ამის შესახებ ინფორმაცია ოსური საინფორმაციო სააგენტოებით ვრცელდება.

მდინარე დიდი ლიახვის ხეობაში განთავსებულ სამხედრო ბაზის სიახლოვეს სამხედრო მოსამსახურეები როგორც მძიმე ტექნიკას, ასევე, უპილოტო საპრენ აპარატს იყენებენ.

,,ხდება მტრის იმიტაცია. ჯარისკაცები საბრძოლო მოქმედებაში ერთვებიან, ახორციელებენ იმიტირებულ სადაზვერვო მოქმედებებს და ბრძანებებს უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით გადასცემენ."

ადგილობრივ ჟურნალისტებთან, საბრძოლო წვრთნების შესახებ განცხადებას, სამხედრო ქვედანაყოფის წარმომადგენელი აკეთებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები