ახალი ამბები
გამგეობის თანამშრომლების მიერ გაღებული სისხლი ბავშვებს მოხმარდება
,,გორმედის" სისხლის ბანკში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა სისხლი უფასოდ ჩააბარეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, აქციაში გამგეობას დაქვემდებარებული ააიპ-იების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

სისხლის ბანკის ხელმძღვანელის იოსებ ჭიღლაძის განცხადებით, დონორებისგან გაღებული სისხლი ბავშვებსა და სხვადასხვა პრობლემის მქონე პაციენტებს მოხმარდებათ.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გასულ წელასაც ჩატარდა მსგავსი ტიპის აქცია, რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად გაიმართა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები