ახალი ამბები
გორში პოპულარული სუპერმარკეტი ,,ბია" იხურება
2017 წლის 1 თებერვლიდან პოპულარული სუპერმარკეტი ,,ბია" დაიხურება და შენობაში კომპანია ,,ნიკორას" პროდუქციას შეიტანენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ადმინისტრაციის თანამშრომლები შენობას უკვე ცლიან. 

სუპერმარკეტი სტალინის სახლმუზეუმის გვერდით მდებარეობს.

გარდა იმისა, რომ პირველ სართულზე კვების პროდუქტები იყიდებოდა, ტურისტებს საბჭოთა ბელადის  გამოსახულებიანი სუვენირების შეძენა შეეძლოთ.

ასანთის კოლოფები, საფერფლეები, სანთებელები, ჭიქები, ასევე, სასმელები, რომლებზეც სტალინი იყო გამოსახული, პირველი თებერვლიდან აღარ გაიყიდება.

,,შენობა გავაქირავეთ და ერთ კვირაში უკვე სხვები შემოვლენ" - გვითხრა მეპატრონის ნათესავმა გიორგი ყანჩაველმა.

შემობა ცნობილ ქართველ მოკრივეს, გიორგი კანდელაკს ეკუთვნის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები