ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა პოლონეთის ელჩს მარიუშ მაშკიევიჩს უმასპინძლა
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საქართველოში პოლონეთის ახლადდანიშნულ ელჩს მარიუშ მაშკიევიჩის და პოლონეთის საელჩოს კულტურის და ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა პოლონურ მხარესთან ერთად დაგეგმილ აქტივობებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელება მიმდინარე წლის განმავლობაში იგეგმება.

მარიუშ მაშკიევიჩი გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაგეგმილ პროექტებში სრულ მხარდაჭერას დაპირდა, მათ შორის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროექტების დაფინანსება-განხორციელებაში.

მარიუშ მაშკიევიჩის თქმით, თბილისში, სამინისტროებში გამართული ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, ეს რეგიონში მისი პირველი გასვლაა.

პოლონეთის ელჩმა პოლონური მხარისთვის გორის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ქართულ-პოლონური კულტურული და საგანამათლებლო პროგრამების განხორციელებას.

მარიუშ მაშკიევიჩმა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი კონკრეტული სამუშაო გეგმის შემუშავების მიზნით, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოში მიიწვია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები