ახალი ამბები
სამწევრისის სკოლა ფინურ კოტეჯში (VIDEO)
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისის სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობს.

სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელის, ლეილა ოსიტაშვილის განცხადებით, 2017 წლის ზაფხულიდან, სკოლა ახალ შენობაში გადავა.

დაწყებით სკოლაში 4 მასწავლებელი მუშაობს.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ავთანდილ ცხვედაძემ გვითხრა, ახალი სკოლა კერძო სახლში განთავსდება.

,,როგორც მე ვიცი, სკოლასთან ახლოს კერძო სახლი უნდა იყიდონ, გაარემონტებენ და მოსწავლეები სასწავლებლად იქ გადავლენ - ამბობს ცხვედაძე.

რაც შეეხება ამჟამინდელ სკოლას, ის 1980 წელს ფინური კოტეჯისათვის დამახასიათებელ სტილში აშენდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები