ახალი ამბები
ღამით გორში საპოლიციო კონტროლი გაძლიერებულია
ღამის საათებში გორის ქუჩებში საპოლიციო კონტროლი გაძლიერებულია.

ქალაქის სხვადასხვა ქუჩებში პოლიციის პიკაპები წყვილ-წყვილად მოძრაობს.

გორის შესასვლელ-გასასვლელებში კი, სპეციალური აღჭურვილობის გარეშე მყოფი მანქანები დგას.

იქ პოლიციის თანმშრომლები სხედან და ყველა მანქანას აღრიცხავენ, რომელიც იმ პერიოდში მოძრაობს.

ასეთი მასშტაბური მოძრაობა ქალაქში მას შედეგ გამოჩნდა, რაც რამდენიმე დღის წინ, 55 წლის მამაკაცი ქალაქის ცენტრში მოკლეს.

სპეციალური საპოლიციო კონტროლი პოლიციის შესახებ კანონში შესული მუხლია, რომელიც 2014 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები