ახალი ამბები
ხაშურში 300 აბონენტს გეგმიური შემოწმების გამო დენის მიწოდება შეუწყდა
ხაშურის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

კომპანია ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" პრეს-სამსახურის ცნობით, ქალაქში, დენის გარეშე, დაახლოებით 300 აბონენტი დარჩა.

მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენლები გეგმიურ შემოწმებას ახორციელებენ.

ქალაქ ხაშურში სულ 9 800 აბონენტია რეგისტრირებული.

რაც შეეხება რაიონს, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა უცნობია.

,,ენერგო-პრო ჯორჯიას"  პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, გეგმიური შემოწმება დღის ბოლომდე დასრულდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები