ახალი ამბები
შიდა ქართლის 12 სოფელში წელს ბუნებრივ აირს შეიყვანენ
2017 წლის განმავლობაში შიდა ქართლში 12 სოფელი გაზიფიცირდება,

ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ოთხშაბათს მიიღო.

იმ სოფლების ჩამონათვალს, სადაც სამუშაოები მიმდინარე წელს ჩატარდება, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

საერთო ჯამში განხორციელდება 11 000-ზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება.
საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 20 000 000 ლარს, რომელიც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ენერგეტიკის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებით არის გათვალისწინებული.

კასპის მუნიციპალიტეტი: მეტეხი, ზემო ჩოჩეთი, გომი, ნიაბი, ახალქალაქი და ზემო ხანდაკი;

გორის მუნიციპალიტეტი - ზერტი;

ხაშურის მუნიციპალიტეტი - აგარები, ახალსოფელი, დიდი სატივე და პატარა სატივე. ხოლო, ქარელის მუნიციპალიტეტი - მოხისი.

იხილეთ მთავრობის (2017 წლის 24 იანვრის) განკარგულება

Print

სტატიის გამოყენების პირობები