ახალი ამბები
თიბილოვი ახალგორის რაიონში ადგილობრივ წარმომადგენლებს შეხვდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ახალგორის ადმინისტრაციულ შენობაში შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, თიბილოვს ჯანდაცვის, ეკონომიკის, მილიციის, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლებმა არსებული ვითარება გააცნეს.

ახალგორის მილიციის განყოფილების უფროსმა რობერტ ბითაროვამ აღნიშნა, რომ გასულ 2016 წელს რაიონში ადგილი ჰქონდა წვრილმან დანაშაულებებს, რომელთა უმეტესობა გახსნილია.

ახალგორის პროკურორის დავით გურწიევის განცხადებით, საზედამხედველო ორგანომ, გასულ წელს, სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი 21 პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები გაატარა.

,,იქ, სადაც კანონი მეფობს, უფრო ადვილია ცხოვრება" - განუცხადა შეხვედრის მონაწილეებს დე-ფაქტო მთავრობის მეთაურმა.

რაიონის განათლების განყოფილების ხელმძღვანელის, ქეთევან ხაჩიროვის ინფორმაციით, რაიონში 16 საგანმანათლებლო დაწესებულებაა, აქედან 11 საშუალო სკოლა, სამი საბავშვო ბაღი და ორი ბავშვთა სახლი.

,,სიტუაცია ასეთია: რუსულ სკოლაში 60 მოსწავლე სწალობს, ქართულ სკოლაში - 55 მოსწავლე. წინაგარასს სკოლაში - 55; ხოლო ორჭოსანში - 24 მოსწავლე." - განაცხადა ქეთევან ხაჩიროვამ.

დანარჩენი სკოლები - არასრულია.

ახალგორის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ლუდმილა გიგოლაევის თქმით, ბოლო პერიოდში, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მიმართვიანობა გაიზარდება. ეს, ძირითადად, ჯანდაცვის პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება.

,,მოსახლეობას ვუხსნით, რომ წინასწარი გამოკვლევა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე, შემდგომ, უკვე არსებული დაავადების მკურნალობა. ამის გამო, მოსახლეობის მხრიდან მიმართვიანობა გაიზარდა. პრეზიდენტის პროგრამა საკმაოდ კარგად მუშაობს" - განუცხადა საავადმყოფოს დირექტორმა ლეონიდ თიბილოვს.

ამჟამად, საავადმყოფოში ორი ახალი ექიმი - გინეკოლოგი და ქირურგი - მუშაობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები