ახალი ამბები
ვითარება ავტობანზე ღამით
სოციალურ ქსელში ავტობანზე არსებული ვითარების ამსახველი ვიდეო მოქალაქე რეპორტიორმა გაავრცელა.

ვიდეოკადრები გორი-თბილისის მონაკვეთზე 2017 წლის 28 იანვარს საღამოსაა გადაღებული.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მძღოლებს მოუწოდებენ, რომ 29 იანვარსაც ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით იმოძრაონ.

ამ დროისთვის, (29 იანვარი, 14:00) რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადადგილება.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები