ახალი ამბები
მტკვარი-ლიახვის შესართავთან მეთევზეები დააჯარიმეს
გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის და მდინარე ლიახვის შესართავთან, უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

დეპარტამენტის წარმომადგენლის ცნობით, მეთევზეები სახლართი ტიპის ბადეებით თევზაობდნენ.

,,კანონდამრღვევები თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით, სახლართი ტიპის ბადით თევზაობდნენ." - იუწყება პრეს-სამსახურის თანამშრომელი.

მეთევზეები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა დააჯარიმეს.

საქმეს სასამართლო განიხილავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები