ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტრო: მეხუთე ბრიგადიდან სამხედროები არ გაუთავისუფლებიათ
,,გორის სამხედრო ბრიგადიდან სამხედროები არ გაუთავისუფლებიათ" - ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ის ვითარება, რაც საღამოს 18 საათზე ფოტოზეა დაფიქსირებული, ბრიგადის წევრების გათავისუფლებას არ ნიშნავს.

,,სამხედროები საღამოს 18 საათისთვის ტოვებენ ბრიგადას და მიდიან სახლში, მეორე დღეს ისევ ბრუნდებიან. ისინი არავის გაუთავისუფლებია" - აცხადებს პრეს-სამსახური.

მისი განმარტებით, ყოველდღიურად ასე ხდება. ყაზარმაში მხოლოდ კონტინგენტის 30% რჩება.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომელიც დღეს თავდაცვის სამინისტრომ 2500-მდე სამხედრო პერსონალის გათავისუფლების შესახებ განცხადება გააკეთა, თამარ გორთამაშვილის განცხადებით, ეს აღნიშნულ ბრიგადას არ უკავშირდება.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ მეხუთე ბრიგადა უქმდება. 

,,მეხუთე და პირველი ბრიგადა ერთიანდება, გაერთიანება არ ნიშნავს ვინმეს გათავისუფლებას და დღევანდელ თემასთან არანაირ კავშირშია" - განმარტავს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

რედაქციისგან: არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, (თუ ეს ასეა) შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ბოდიშს უხდის მკითხველს და, რა თქმა უნდა, იმ სამხედროებს, ვინც მეხუთე ბრიგადაში მსახურობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები