ახალი ამბები
ატენის ხეობაში გამგეობისა და ,,დროას" წარმომადგენლები ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ
გორის ახალგაზრდულ მოძრაობა „დროას“ და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც მხარეები ატენის ხეობაში ეკოლოგიური საფრთხეების შესამცირებლად ითანამშრომლებენ.

შეთანხმებას გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა და „დროას“ თავმჯდომარემ შოთა ჩილინდრიშვილმა მოაწერეს ხელი, რომლის შედეგადაც, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ატენის ხეობის სარეკრიაციო ზონებში უზრუნველყოფს ურნების განთავსებას ნარჩენებისთვის და დასუფთავების სერვისში ჩასმას, ხოლო გორის ახალგაზრდული მოძრაობა „დროა“ საინფორმაციო ბანერებს დადგამს და განაგრძობს ცნობიერების ამაღლების კამპანიას მოქალაქეებში.

მემორანდუმი პროექტის „მომავალი ეკოლოგიური პრობლემების გარეშე“ ფარგლებში ფორმდება, „დროა“ 6 თვის მანძილზე ახორციელებდა და მისი მიზანი იყო ახალგაზრდების მონაწილეობით ატენის ხეობაში ეკოლოგიური საფრთხეების შემცირება.

11 მოსწავლე ატენის ხეობის და გორის საჯარო სკოლებიდან თანასწორგანმანათლებლებად მომზადდენ, რომლებმაც სხვდასხვა საგანმანათლებლო სივრცეში 200-მდე ახალგაზრდას ჩაუტარეს ტრენინგი ეკოლოგიური საკითხების შესახებ. მოხდა სარეკრიაციო ადგილების მოკვლევა / შეფასება და ტერიტორიის დასუფთავება.

მემორანდუმის ხელმოწერამდე აუდიტორიას წარედგინა პროექტის შედეგები და მცირეფორმატიანი ვიდეორგოლი მოწოდებით "ბუნების დაცვის დროა", რომელიც ატენის ხეობის ეკოლოგიურ მდგომარეობას ასახავს.

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელი დიმიტრი გოგიაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები და პროექტში ჩართული ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტისტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები