ახალი ამბები
ვარიანსა და ქვიშხეთში მძღოლს სამშენებლო ფიცრები ჩამოართვეს
ვარიანსა და ქვიშხეთში ხის საამქროში დამზადებული ფიცრები გადაადგილებისას აღმოაჩინეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ჯამში 6,3 კბ.მ მასალაა

,,შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა შესაბამისი აქტი. " - აცხადებს პრე-სამსახური.


Print

სტატიის გამოყენების პირობები