ახალი ამბები
მაგიდის ჩოგბურთში რაიონის ჩემპიონი აძვის სკოლის გუნდი გახდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის საჯარო სკოლის გუნდში მაგიდის ჩოგბურთში რაიონის ჩემპიონი გახდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტიდან აცნობეს.

დეპარტამენტის წარმომადგენლის, დიმიტრი გოგიაშვილის განცხადებით, გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას უკვე შიდა ქართლის ჩემპიონატში მიიღებს.

გამარჯვებული გუნდის წევრები არიან: ილიკო თომაშვილი, გურიკა კორინთელი, თორნიკე გოგიაშვილი

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში შორის მაგიდის ჩოგბურთის პირველობა გაიმართა.

ჯამში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის 100-მდე მოსწავლე-ახალგაზრდამ მიიღო.

ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სოფ. აძვის და გარეჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები