ახალი ამბები
სოფელ ორჭოსანში რუსული სკოლა შენდება
ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანში რუსული სკოლა 2017 წლის სასწავლო სეზონიდან გაიხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, შენობაში, სკოლასთან ერთად, საბავშვო ბაღიც განთავსდება.

,,ახალი სასწავლო წლიდან ორჭოსანს გარემონტებული სკოლა ექნება, სადაც 70 მოსწავლე ისწავლის, საბავშვო ბაღში კი, 30 აღსაზრდელი ივლის" - აღნიშნულია განცხადებაში.

სკოლის მშენებლობისთვის 86,6 მილიონი რუბლი იხარჯება, რომელიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთის ფედერაციამ გამოყო.





Print

სტატიის გამოყენების პირობები