ახალი ამბები
გაიხსნა კასპის სპორტული კომპლექსი ფიტნეს დარბაზებით
კასპში ძალოსნობის სპორტული დარბაზი გაიხსნა

დღეს, კასპში, საერთაშორისო სატანდარტების მქონე სპორტული კომპლექსი გაიხსნა.

მისი მშენებლობა-რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყო და მუნიციპალური განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდა.

ჯამში 2 469 049 ლარი დაჯდა.

აშენდა კალათბურთის ახალი დარბაზი, აღდგა სასტუმრო, ჭიდაობის წრიული და ფიტნეს დარბაზები.

მუნიციპალიტეტის გამგებლის, გოჩა გოჩიტაშვილის განცხადებით, საერთაშორისო სატანდარტების სპორტული კომპლექსი ასობით ახალგაზრდას მოემსახურება.

კომპლექსი ასევე მაღალი დონის სპორტულ შეჯიბრებებსაც უმასპინძლებს.

დარბაზის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი კასპის მუნიციპალიტეტში ირაკლი მეზურნიშვილი, შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი და ვიცე პრეზიდენტი ნოდარ სირბილაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მანუჩარ მერებაშვილი, სპორტსმენები, აღსაზრდელები.







Print

სტატიის გამოყენების პირობები