ახალი ამბები
ხაშურის რაიონის სოფელ ოძისში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს (PHOTO)
ხაშურის რაიონის სოფელ ოძისში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს.

ამის ამსახველ ფოტომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა გადაიღო.

დიდთოვლობის გამო სამგზავრო ტრანსპორტი სოფლამდე არ მოძრაობს.

რაიონულ ცენტრამდე მისასვლელად ადგილობრივების ნახით ფეხით გავლა გარკვეულ მანძილზე უწევს.

ოძისი ქალაქ ხაშურამდე 12 კმ მანძილზე, ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 850 მ სიმაღლზე მდებარეობს.

2006 წლის მონაცემებით, სოფელში 36 კომლია რეგისტრირებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები