ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარედ 10 სოფელში ჭაბურღილების მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა
გამყოფი ხაზის მიმდებარედ 10 სოფელში ჭაბურღილების მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა.

მის დასათვალიერებლად, დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ერთად, ჩავიდა.

ახალი ჭაბურღილები გორისა და კაპის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: დიცში, ფლავში, ფლავისმინში, ფხვენისში, მერეთში, ქორდში, წითელუბანში, ზემო სობისში, ბოჟამსა და ხვითში კეთდება.


მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, სასმელი წყლის პრობლემა 11 ათასზე მეტ ადგილობრივ მაცხოვრებელს უნდა მოუგვარდეს.

ჭაბურღილების პარალელურად საქლორატოროები და ე.წ. სადაწნეო კოშკები მოეწყო.

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისმა საერთო ღირებულებამ 3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. სამუშაოებზე 50 - მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა.

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დაწყება გაზაფხულზე იგეგმება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები