ახალი ამბები
რუსმა მესაზღვრეებმა გამყოფ ხაზთან ორი ქალი დააკავეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან რუსმა მესაზღვრეებმა ორი ქალი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

ოსური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დაკავებულები თბილისელი მოქალაქეები არიან.

39 წლის შორენა ბალახაძე და 26 წლის ლაურა ბალახაძე ატოცსა და ბალთას შორის მონაკვეთზე დააკავეს.

სოფელი ბალთა ზნაურის რაიონს ეკუთვნის და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს.

სავარაუდოდ, ისინი დები არიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები