ახალი ამბები
ვლადიკავკაზში პროკურატურის თანამშრომელი ,,გაიშნიკებს" გაექცა
დღეს, ჩრდილოეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტოებით სკანდალური ვიდეო გავრცელდა.

საგზაო ინსპექციის თანამშრომლებს მოქალაქე არ დაემორჩილა და გაიქცა, რასაც სროლა მოჰყვა.

ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პიროვნება, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებს არ დაემორჩილა, დაკავებულია.

დაკავებული რუსეთის ფედერაციის პროკურატურის თანამშრომელი, პირველი კლასის იურისტი ტამერლან გამოსოვი აღმოჩნდა.

37 წლის ტამერლან გამოსოვი ,,გაიშნიკებმა" გააჩერეს, საბუთები შეუმოწმეს და მანქანაში არსებული იარაღის შესახებ დოკუმენტები მოსთხოვეს.

ვლადიკავკაზის შს მინისტრის განცხადებით, ის მილიციელებს არ დაემოჩილა, საბუთები ვერ წარუდგინა და დაქოქილი მანქანით გაიქცა.

კადრებში ისმის სროლა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები