ახალი ამბები
ჩუმათელეთი-ხუნევის საავტომობილო მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს
ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მიაწოდეს.

დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით და გამართული ავტოტრანსპორტით მოძრაობისკენ მოუწოდებს.

გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების გაწმენდით სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში ატარებენ.

მარიკა ვაჭარაძის ფოტო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები