ახალი ამბები
პარლამენტარმა საბავშვო ბაღებში ,,რეიდი" მოაწყო
გორის მუნიციპალიტეტის 13 სოფლის საბავშვო ბაღებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

ამის გამო, უმეტეს სააღმზდელობო დაწესებულებაში სწავლის პროცესი არ მიმდინარეობს.

პარლამენტარი თემურ ხუბულური ცამეტივე საბავშვო ბაღს მოულოდნელად ესტუმრა.

,,ირღვევა აღსაზრდელების უფლებები" - ასეთ განცხადებას აკეთებს გორის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ხუბულური.

ხუბულურმა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელებს საგანგებოდ შეხვდა.

„მე პირადად გავეცანი საბავშვო ბაღებში არსებულ ვითარებას. ზამთრის პერიოდში, ბუნებრივი გაზის არ ქონის გამო, მათი ერთი ნაწილი, საერთოდ, არ ფუნქციონირებს, მეორე ნაწილში ბავშვთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი კონტიგენტის სასწავლო პროცესი მცირე ოთახში მიმდინარეობს, რითაც ირღვევა აღსაზრდელების უფლებები." - უთხრა ხუბულურმა ხელისუფლების წარმომადგენლებს.

შეხვედრაზე საუბარი ბერბუკის, ფლავის, ზეღდულეთის, ბერშუეთის, ახალდაბის, შინდისის, ვარიანის, პატარა გარეჯვარის, ტინისხიდის, სათემოს, მერეთის, კარბისა და კარალეთის ბაღებში არსებულ მდგომარეობას შეეხო.

აღნიშნული სოფლების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ მიეწოდებათ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები