ახალი ამბები
სოფელ რეხასთან ბაქო-სუფსის მილსადენიდან ნავთობს სისტემატიურად იპარავდნენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხასთან არსებულ ბაქო-სუფსის მილსადენიდან ნავთობს, სისტემატიურად, იპარავდნენ.

ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 5 ადგილობრივი პირი დააკავა.

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ მოწოდებულ ვიდეომასალის მიხედვით, ადგილზე დაფიქსირდა სპეციალური მოწყობილობა, სხვადასხვა მოცულობის რკინის ავზებით.

ნავთობით სავსე რკინის ავზების გადატანა, შემდგომში, მიკროავტობუსებით ხორციელდებოდა.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სამართალდამცველებმა მოპარული ნავთობის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მაგისტრალურ მილსადენში არსებული ნავთობის ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით).

Print

სტატიის გამოყენების პირობები