ახალი ამბები
უკან სვლით მიმავალი მანქანა შუახნის ქალს დაეჯახა
გორში, შუახნის ქალს ავტომანქანა დაეჯახა.

დაშავებული მოქალაქე გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა ჭავჭავაძისა და ევდოშვილის ქუჩების გადაკვეთასთან მოხდა.

როგორც გაირკვა, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტომანქანა უკანა სვლით მიდიოდა.

დაჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მანქანას უკანა საქარე მინა ჩაემსხვრა.

ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები