ახალი ამბები
შიდა ქართლის გუბერნატორად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ყოფილი მენეჯერი დაინიშნა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა.

ის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბესარიონ ალავიძემ სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში წარადგინა.

სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, კახა სამხარაძეს საპასუხისმგებლო თანამდებობები, სხვადასხვა დროს, ეკავა. კერძოდ, - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი/ბაქო-თბილისი-ერზრუმი ნავთობისა და გაზის მილსადენების მშენებლობის პროექტში.

იგი, 2014-2015 წლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე იყო.

ასევე, იყო USAID-ის მიერ დაფინანსებული, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერი.

დამთავრებული აქვს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.

კახა სამხარაძემ იოსებ ოქრომელიძე შეცვალა, რომელიც დღემდე შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა.

ია თინიკაშვილის ფოტო
Print

სტატიის გამოყენების პირობები