ახალი ამბები
ერგნეთში გამართულ მოლაპარაკების მონაწილეებს ეუთოს თავმჯდომარე შეხვდა
ერგნეთში გამართულ შეხვედრას ეუთოს თავმჯდომარე სებასტიან კურცი დაესწრო.

ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, საქართველოს ხელისუფლებისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.

სებასტიან კურცი ამავე დროს, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მან იმ სამ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელზეც ეუთომ აქტიური მუშაობა განაახლა.

რადიო ,,თავისუფლების" ჟურნალისტის, გოგა აფციაურის ცნობით, ეს სამი პრიორიტეტი წარმოადგენს ექსტრემიზმთან და რადიკალიზმთან ბრძოლას, ეუთოს წევრ ქვეყნებს შორის ნდობის განმტკიცებას და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას.

მინისტრმა ჟურნალისთებთან საუბარში აღნიშნა, რომ რომ ომით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან.

ამ მიზნით, ერგნეთის შეხვედედრის შემდეგ, ის შავშვების დევნილთა დასახლებაში გაემგზავრა. დევნილთა მინისტრთან, სოზარ სუბართან ერთად, ადგილობრივებს შეხვდა.

გოგა აფციაურის ფოტო

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები