ახალი ამბები
იანვარში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 322 733 ბოთლი ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარში, საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 322 733 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო.


ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულში, კვლავ, რუსეთი ლიდერობს.

პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

რუსეთი (2 861 471 ბოთლი),

უკრაინა (402 858),

ჩინეთი (372 440),

პოლონეთი (156 302)

ყაზახეთი (106 284).


საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 8.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 141%-ითმეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

,,2016 წელი წარმატებული აღმოჩნდა ქართული ღვინის ექსპორტისთვის - ზრდამ 2015 წელთან შედარებით 40%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის ექსპორტი წლის დასაწყისიდანვე აქტიურად დაიწყო და იმედი გავქვს, რომ ღვინის სექტორთან ერთად დაგეგმილი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება ყველა მიმართულებით“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები