ახალი ამბები
,,თბილისი-ბორჯომის" ელექტრომატარებელმა ერთი საათით დაიგვიანა
თბილისიდან ბორჯომში მიმავალი ელექტრომატარებელი კასპის სადგურშია გაჩერებული.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მგზავრებმა აცნობეს.

მატარებლის გაჩერების მიზეზი რკინიგზის სადგურის თანამშრომლებისთვის უცნობია.

,,სავარაუდოდ, ერთი საათი დაიგვიანებს"- გვითხრეს გორის რკინიგზის სადგურის ცნობათა ბიუროში. 

გორის სადგურზე შემოსვლის დრო 18 საათია აღნიშნული.

ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ბორჯომის მიმარულებით მგზავრთა რაოდენობა გაზრდილია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები