ახალი ამბები
ხვედურეთთან ორ მეთევზეს სახლართი ბადეები ჩამოართვეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვედურეთთან ორი პირი დააჯარიმეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ისინი სახლართი ბადეებით თევზაობდნენ.

დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა ფაქტზე წაასწრეს და ფოტოები გადაუღეს.

,,იმის გამო, რომ ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადეებით თევზაობდნენ, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი დაირღვა" - აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები განსახილველად გორის სასამართლოს გადაეგზავნება. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები