ახალი ამბები
ხაშურში საგუნდო კოლექტივების შესრულებით კონცერტი გაიმართა
დღეს, ხაშურში, საგუნდო კოლექტივებმა ფოლკლორული მუსიკის კონცერტი გამართეს.

ღონისძიება ხაშურის მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა და მას გოგი შუბითიძემ უხელმძღვანელა.

სხვადასხვა საგუნდო კოლექტივებმა მსმენელს ძველი და ახალი საკონცერტო ნომრები წარადგინეს.

შესრულდა რამდენიმე საგალობელიც.

მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-ცენტრის ცნობით, კონცერტი გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა.

კონცერტს, გამგეობისადა საკრებულოს წარმომადგენლების გარდა, ანსამბლის წევრთა მშობლები და ფოლკლორული მუსიკის მოყვარულები ესწრებოდნენ.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები