ახალი ამბები
პოეტ გიორგი მახარობლიძის დაკრძალვის დღეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
პოეტი გიორგი მახარობლიძე გუშინ კვერნაქის სასაფლაოზე დაკრძალეს.

დაკრძალვამდე, გორის თეატრში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

მწერლებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გიორგი მახარობლიძის შემოქმედება და ცხოვრებისეული ეპიზოდები გაიხსენეს.

მიცვალებულთა წესის აგების რიტუალი კი, ღვთისშობლის ხარების ტაძარში  გაიმართა და წირვა აღევლინა.

გიორგი მახარობლიძე 30 იანვარს გვიან ღამით გარდაიცვალა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები